პატრიარქის მობრძანება სკოლაში

2015 წლის 10 თებერვალს ჩვენ სკოლაში მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.

უწმინდესმა სკოლა და სკოლის მოსწავლეები დალოცა. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი სკოლის ბავშვებისა და მასწავლებლებისათვის.

ჩვენს სკოლაში პერმანენტულად ტარდება მოძღვრის საათი. ბავშვების საშუალებება ეძლევათ გაესაუბრონ მოძღვარს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები.
წელიწადში ორჯერ კლასი, ერთობლივად მიდის ტაძარში საზიარებლად.