წელსაც ვუერთგულეთ “გარდენიას”!

“ახალი ქართული სკოლის” მე-II და მე-V კლასისი მოსწავლეები დღეს პედაგოგებთან ერთად  “გარდენიას” ესტუმრნენ, სადაც საკუთარი ხელით საყვავილეები დაამზადეს და შემდეგ ყვავლები დარგეს. “გარდენია” ჩვენი საყვარელი ადგილია, რომელსაც ხშირად ვსტუმრობთ, ადგილი სადაც კარგად ჩანს რა შეიძლება მოყვეს ერთი განათლებული ადამიანის შრომასა და მონდომებას. დღეს ცოტა ჩვენც ვიშრომეთ და სკოლას ხელდამშვენებულები დავუბრუნდით.