სკოლის შესახებ

ახალი ქართული სკოლა დაარსდა 2011 წელს

2014-2015სასწავლო წელს მიღებული მოსწავლეებისთვის სწავლის საფასური 3000 ლარია. სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც სემესტრულად ასევა ეტაპობრივად (თვის ღირებულება 300 ლარი).

თანხა მოცემულია სახელმწიფო ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერის თანხის გამოკლებით.

ფასდაკლებები

ერთი ოჯახიდან ორი ბავშვის სწავლის შემთხვევაში თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 10%.

ერთი ოჯახიდან სამი ან მეტი ბავშვის სწავლის შემთხვევაში, თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურს დააკლდება 20%.

სავალდებულო ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ დამატებით სასწავლო პროგრამას გაივლიან. ისინი შეისწავლიან ქართულ ცეკვას, ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკსა და მეტყველების კულტურას.

ინგლისურ ენასთან ერთად მოსწავლეები პირველივე კლასიდან სწავლობენ რუსულ ენას.

ახალი ქართული სკოლა მოსწავლეებს კომფორტულ სასწავლო გარემოსა და საინტერესო სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს. ჩვენი მიზანია მოსწავლეთათვის სწავლა სასიამოვნო გავხადოთ.

სასკოლო წრეები

„ახალი ქართული სკოლა“- სასკოლო წრეების მრავალფეროვნებას გთავაზობთ!

ჩვენთან ბავშვები დღის მანძილზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მუსიკისა და ხატვის გაკვეთილების გარდა დამატებით შეისწავლიან:

• ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს

•ქართულ ცეკვას

•მეტყველებას

•ჭადრაკს

მიღება პირველ კლასში

ახალ ქართულ სკოლაში პირველკლასელი მოსწავლეების მიღბა წინასწარი განაცხადის საფუძველზე ხორციელდება.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გასაუბრება სკოლის ფსიქოლოგთან და დაწყებითი კლასების მასწავლებლთან. მარტივი შეკითხვებისა და თამაშების მეშვეობით მოხდება ბავშვის სასკოლისთვის მზაობის შემოწმება.

ახალ ქართულ სკოლაში გადმოსვლის წესი

ახალ ქართულ სკოლაში სწავლის გაგრძელება,თავისუფალი ადგილის არსაბობის შემთხვევაში, სასწავლო წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი,

მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიდით 551 63 30 00

ალექსანდრე ყაზბეგის 47